***
💙💚💛💜💙💚💛💜💙💚💛💜
რა ვთქვა, რით გაგახაროთ? რამ შეიძლება დაგამახსოვროთ ჩემი თავი წლევანდელი წლის მიხედვით? მე ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ ჩემი სულით, გონებით, საქციელით... სხვებივით მიხარია და მწყინს, სხვებვით მიყვარს და არ მძულს... დიახ, არ მძულს, რადგან ყველაზე დიდი მტერი ადამიანის არსებობისთვის სიძულვილია, ეს ბოროტება აჩრდილივითაა და მუდამ გწვავს, გონებას გართმევს, ყველაფერს ადამიანურს გართმევს. დიახ, სხვებივით ვცდილობ სიკეთის კეთებას და ადამიანების გაბედნიერებას, ვიყენებ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც ჩემი ადამიანად არსებობის 47 წლის მანძილზე დამიგროვებია და ვფიქრობ, თუკი ამ წლის მანძილზე ერთი ადამიანი მაინც იტყვის, რომ მე ის რაღაცით გავაბედნიერე, გავახარე, გავაღიმე ან სიცოცხლე შევაყვარე, სავსებით საკმარისი იქნება კმაყოფილი ვიყო ჩემი მოვალეობის შესრულების გამო, ადამიანური თუ პროფესიული კუთხით. მადლობა ღმერთს, რომ აქამდე მშვიდობიანად მომიყვანა და იმედს ვიტოვებ, მომავალი წელი უკეთესი იქნება, ადამიანი ხომ მომავლის იმედით ცოცხლობს და მეც ჩავდგები იმ ადამიანთა გრძელ რიგში, რომლებიც ახალი წლის ღამეს ოცნებებს ჩაუთქვამენ და მერე მთელი წელი ოცნებების ასრულებისთვის იბრძვიან...
რა ვთქვა, რა ვისურვო?
მინდა ვაჟას უკვდავი სტიქონები გაგიზიაროთ და უკეთესი დღები ვინატრო ჩემი, თქვენი, ყველას საქართველოსთვის.
ვაჟა ფშაველა
ქართველო ქალო,ხმელეთის თვალო,
ცხოვრების ძალო,
არ გაგვაწყალო!
შენა ხარ ჩემი,
ვით ზღვაზე გემი –
ღელვა-შფოთის დროს
მშრალზე გამტანი.
შენ გენაცვალე,
რისთვის გამცვალე?
გულს შუბი დამეც
ძნელ-ასატანი…
წარსულს მიჰხედე,
წინ დაიხედე,
გვიშველე, მოდი,
გვითხარი ბანი.
თქვენი სიცოცხლე მაცოცხლებს,
ახლებო, გენაცვლენითა;
სიცოცხლე მიათკეცდება
თქვენის სიკეთის სმენითა.
აკეთეთ რაც-კი შაიძლოთ
თავით, გულით და ხელითა,
რომ შვილთ გვიკურთხონ საფლავი,
არ მოგვიგონონ წყევლითა.
ოფლმა, დაღვრილმა მიწაზე,
ამოაცენოს იანი,
განოყიერდეს ოფლითა
მიწა მწირი და კლდიანი,
გადაიაროს ნისლებმა,
დღე გამოვიდეს მზიანი
და აღაღანდეს მინდორი
ოფლით მორწყული, ცვრიანი.
ძვალი განედლდეს გამხმარი,
ფერფლი ადუღდეს გრძნობითა,
მკვდარნი ხარობენ საფლავში
კარგის შვილების ყოლითა.
მივინძრ-მოვინძრეთ… რას ვარგებთ
უქმად ტახტებზე წოლითა!
ბედს ვხედავ, როგორც მზის სხივსა,
გადმოშუქებულს გორითა,
ვამაყობ, მაღალს ღმერთს ვფიცავ,
გამოსადეგის სწორითა.
ჩემს გულში სანთლად ანთიხართ,
გზა მინათდება თქვენითა;
ჯავშანს ჩაიცვამს ოცნება,