სწავლა გაჩერებებით პეტრასთან ერთად-Stationenlernen mit Petra

უკვე თვეზე მეტია პეტრა ჩვენს სკოლაში გადის პრაქტიკას და სულ მანებივრებს საინტერესო გაკვეთილებით. აი, დღესაც არ დაეზარა და ბევრი მასწავლებლისთვის რთული მეთოდი-სწავლა გაჩერებებით- გამოიყენა მე-10 კლასელებთან.

ხუთი სხვადასხვა სირთულის დავალების ამოხსნა მოსწავლეებმა დიდი ძალიასხმევის გარეშე მოახერხეს.მარტივიდან ღტულისკენ! ეს ის ძირითადი პრინციპია, რომელზე დაყრდნობითაც უნდა ვგეგმავდეთ გაკვეთილებს და ეს ყოველთვის ამართლებს. მოსწავლეები უშიშრად ასრულებენ მარტივ და მერე ისე იოლად, უმტკივნეულოდ გადადიან თულ დავალებებზე, თავადაც ვერ ხვდებიან ამას.

პეტრამ შეძლო და ამ ცნობილ, თუმცა ნაკლებად გამოყენებად მეთოდს თავი მშვენიოვრად გაართვა. მადლობა მას და გოეთეს ინსტიტუტს  Schulwärts პროექტში მონაწილეობის უფლებისა და შესაძლებლობისთვის

ფოტოები  და გამოხმაურებები იხილეთ აქ

კვლევა

   კოლეგებო, დამეხმარეთ კვლევის სრულყოფილად განხორციელებაში და შემივსეთ მარტივი კითხვარი, ეს მხოლოდ ორიოდე წუთს წაგართმევთ. კითხვარი ეხება საკვლევ საკითხს, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია მოტივაციის ამაღლებისთვის საგაკვეთილო პროცესში მუსიკალური  და მოძრაობითი აქტივობების გამოყენება.

მადლობა ყურადღებისთვის!!!

წარმატებული გარე დაკვირვებააააა

შრომატევადი, ამაღელვებელი, დაძაბული, ფიქრიან-შფოთიანი  და მაინც სასიამოვნო აღმოჩნდა გარე დაკვირვების პრე- და პოსტპერიოდი..... სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ გაგიმართლა, დაგიფასდა შრომა და წვალება და პატარა ნაბიჟიღა დაგრჩა ერთ დიდ პროფესიულ წარმატებამდე.... წინსვლაზე ლაპარაკი ცოტა ადრეა, თუმცა გარე დაკვირვების წარმატებულად გავლამ მართლა ძალიან გამახარა.

პროფესიული წინსვლისთვის დამრჩა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, კ ვ ლ ე ვ ა, რომლის წარმატებით შესრულებისშემთხვევაში, გაისად უკვე წამყვანი მასწავლებელი მერქმევა. ;) 

კვლევისთვის მნიშვნელოვანია  მინი გამოკითხვა, რომელზე პასუხებიც დამეხმარება დავადგინო რამდენიმე  საკვლევი საკითხისადმი მასწავლებელტა დამოკიდებულება. გთხოვთ ორიოდე წუთი დაუთმოთ ჩემს გამოკითხვას  და  მონიშნოთ თქვენთვის სასურველი ერთი პასუხი.

გარე დაკვირვების  გაკვეთილის გეგმები იხილეთ აქ.... დამკვირვებელი მესტუმრა მე-3 გაკვეთილზე.

ბერტრანდ რასელი: მასწავლებელთა ათი მცნება

1951 წლის 16 დეკემბერს ჟურნალ „ნიუ იორკ თაიმსში“ დაიბეჭდა ბერტრანდ რასელის სტატია, რომელსაც ერქვა: „ფანატიზმის საუკეთესო პასუხი ლიბერალიზმია“. სტატიის დასასრულს ავტორის მიერ ჩამოყალიბებული იყო  „ათი მცნება მასწავლებელთათვის“.
10 მცნება მასწავლებელთათვის:
1. ნუ იქნებით აბსოლუტურად დარწმუნებული ყველაფერში.
2. წინ წაწევას სიმართლის დამალვით ნუ შეეცდებით, რადგან იგი აუცილებლად გაცხადდება.
3. ხელს ნუ შეუშლით აზრებს, რომელთა წარმატებაშიც დარწმუნებული ხართ.
4. როდესაც საწინააღმდეგო აზრს შეხვდებით, თუნდაც თქვენი მეუღლის ან შვილების მხრიდან, ეცადეთ დაძლიოთ არგუმენტით და არა ძალაუფლებით. ძალაუფლებაზე დამყარებული გამარჯვება ილუზიაა და რეალობას არ შეესაბამება.
5. ნუ იქონიებთ პატივისცემას სხვათა ძალაუფლების მიმართ, რადგან ყოველთვის მოიძებნებიან საწინააღმდეგო ძალაუფლების მქონენი.
6. ნუ გამოიყენებთ ძალას, რომ დათრგუნოთ აზრები, რომლებიც დამღუპველად მიგაჩნიათ. თუ ასე მოიქცევით, ეს აზრები დაგრთგუნავენ.
7. ნუ შეგეშინდებათ ახირებული მოსაზრებების, რადგან ყველა მოსაზრება, რაც ახლა მიღებულია, ადრე უცნაურად მიაჩნდათ.
8. თუ ნამდვილად აფასებთ გონიერებას, ეძიეთ მეტი სიამოვნება გონივრულ უთანხმოებაში და არა პასიურ არგუმენტებში.
9. იყავით ყოველთვის სამართლიანი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმართლის ტარება უხერხულია, რადგან ბევრად უფრო უსიამოვნოა, როდესაც მის დამალვას ცდილობთ.
10. ნუ შეგშურდებათ იმ ადამიანთა ბედნიერებისა, რომლებიც „ბრიყვთა სამოთხეში“ ცხოვრობენ, რადგან მხოლოდ ბრიყვი თუ ჩათვლის ამას ბედნიერებად.

მასწავლებლის 10 მცნება

თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს მისტრალი (ნამდვილი სახელი ლუისა მარია დელ პერპეტუო სოკორო გოდოი ალკაიაგა) ცნობილი ჩილელი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი, ქალთა უფლებების დამცველი და ნობელის პრემიის ლაურეატი გახლდათ. ეს მცნებები მან თავისი კოლეგებისთვის - მასწავლებლებისთვის შექმნა და ის დიდად პოპულარულია მსოფლიოში. 

1. გიყვარდეს მთელი სულითა და გულით, თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება,რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5. იყავი გულანთებული. ლამპარი რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში .

6. სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.

7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე. რომ გასცე, უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა. 

9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა. 




კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება....

     გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წარმატების მიღწევისათვის  ნებისმიერ საქმეში. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მასწავლებელს და განსაკუთრებით დაწყებითი კლასების პედაგოგს ყოველთვის დაეხმარება სხვა კოლეგის გამოცდილება, რადგან სწორედ ამ ასაკში ხდება ბავშვის ხასიათის, ფიზიკური და სულიერი განწყობილებების ფორმირება და დახვეწა, ამიტომ დაუშვებელია ისეთი შეცდომის დაშვება აღზრდაში, რომელიც შემდგომ არასწორ კვალს დაამჩნევს მოსწავლის ხასიათსა ან  სწავლისადმი ინტერესს  დაუქვეითებს...
    ხშირად მიჭირს ამ პატარა ონავრების, პირველკლასელთა აზრის  და ყურადღების ბოლომდე  კონცენტრირება, მუდამ ვცდილობ რაღაც ახალი მოვიგონო, რომ შევძლო ბოლომდე გავუგო მათ და საკლასო თუ კლასგარეშე აქტივობებიც ისე დავგეგმო, რომ მათთვის ნებისმიერი სახალისო, საინტერესო და ბევრის მიმცემი  იყოს.    ამ რამდენიმე კვირის წინ ასეთი აზრი მომივიდა: გადავწყვიტე დიდი დასვენება (15 წთ)  ნაყოფიერად გამომეყენებინა და მოსწავლეებთან ერთად დავაწესე  "კლასის კულტურის დღეები". ყოველი დღის დიდი დასვენება შეესაბამება ერთ აქტივობას.

  •      ორშაბათი-კითხვის დღე. ამ დღისთვის მოსწავლეები წინასწარ კითხულობენ რაიმე პატარა მოთხრობას, ინფორმაციას და ა.შ., სკოლაში  გვიყვებიან წაკითხულის შესახებ, შემდეგ პატარა ბარათზე წერენ  წაკითხულის სათაურს და აგროვებენ წიგნაკებში, რომლებიც თვალსაჩინო ადგილასაა გამოფენილი სათაურით "რას ვკითხულობთ? რამდენს ვკითხულობთ?
  • სამშაბათი- ხატვის დღე. ამ დღეს ვარჩევთ ნებისმიერ საინტერესო თემას ლექსის, ზღაპრის ან რაიმე მოთხრობის მიხედვით და მოსწავლეები ხატავენ  თემის შესახებ. საუკეთესო ნიმუშები გამოიფინება დერეფანში სტენდზე, ხოლო საკლასო კუთხეში მიიღებენ ღიმილს ან ვარსკვლავს.
  • ოთხშაბათი-წესრიგის დღე. მასწავლებელი ათვალიერებს მოსწავლეთა სასწავლო ნივთებს და ადგილს სადაც სხედან. განსაკუთრებით მოწესრიგებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან ღიმილებით. ეს აქტივობა აჩვევს მოსწავლ;ეებს წესრიგსა და სისუფთავეს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია მათი მომავალი განვითარებისთვის.
  • ხუთშაბათი-ზღაპრის დღე. მოსწავლეები წინასწარ ამზადებენ რაიმე ზღაპარს ან იგონებენ თავად, რაც მათი ფანტაზიისა და აზროვნების უნარს კარგად ანვითარებს და კლასელებს მოუყვებიან. საუკეთესო მეზღაპრეებს მოსწავლეები გამოავლენენ და წლის ბოლოს შეიძლება ზღაპრების წიგნის ჩუქება.
  • პარასკევი-რეკორდების დღე. რეკორდსმენი შეიძლება თვითოეული აღმოჩნდეს სხვადასხვა აქტივობაში: მომთმენი, სწრაფი, ძლიერი, მოწესრიგებული და ა.შ. მასწავლებლის ფანტაზია საკმაოდ დიდია და მოსწავლეებიც კარგად მეხმარებიან მსგავსი აქტივობების მოფიქრებაში.
ასე, რომ ამ პატარა  ეშმაკობით "დროებით"  გადავიტანე   ენერგიითა და ფანტაზიით სავსე მოსწავლეთა ყურადღება  დასვენებაზე  დერეფანში ცელქობიდან უფრო ბევრისმომცემ აქტივობებზე. ჯერჯერობით ეს ამართლებს. ვნახოთ სამომავლოდ რისი მოფიქრება იქნება შესაძლებელი.....

P.S.  პატარა წიგნაკები წაკითხული ნაწარმოების ბარათებით ჩემმა კოლეგამ-ცისია ვანიშვილმა მოიფიქრა და ეს ძალიან დამეხმარა ჩემი აქტივობების სრულყოფაში.





სწავლა გაჩერებებით პეტრასთან ერთად-Stationenlernen mit Petra

უკვე თვეზე მეტია პეტრა ჩვენს სკოლაში გადის პრაქტიკას და სულ მანებივრებს საინტერესო გაკვეთილებით. აი, დღესაც არ დაეზარა და ბევრი მასწავლებლის...