სამუშაო გამოცდილება

1999 წლიდან დღემდე ვმუშაობ სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში გერმანული და ინგლისური ენების მასწავლებლად.ამავე პერიოდში ვუხელმძღვანელე ერთ ერთ კლასს.

2000 წელს დროებით ვიმუშავე გორის სასოფლო კოლეჯში ინგლისური ენის მასწავლებლად.

2009 წლიდან 2013 წლამდე ვითანამშრომლე გამოცდების ეროვნულ ცენტრთან  და ვიმუშავე ეროვნული გამოცდების გერმანული ენის ტესტების გამსწორებლად.

2012 წლის იანვრიდან 2013 წლის სექტემბრამდე ვმუშაობდი  სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ.

2012 წლის თებერვლიდან 2016 წლის სექტემბრამდე პარალერულად ვიმუშავე გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გერმანული და ინგლისური  ენების მასწავლებლად.

2013-2014 სასწავლო წლის მანძილზე გიმნაზიაში ვუხელმძღვანელე წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის 1 კლასს.

2016 წლის იანვრიდან ვმუშაობ სკოლა "ეისი" -ში გერმანული ენის მასწავლებლად.ამჟამდ სკოლაში მუშაობს გერმანული ენის კლუბი, სადაც გაწევრიანებულია რამდენიმე კლასის მოსწავლე.

2017-18 სასწავლო წლიდან ვხელმძღვანელობ ახალდაბის საჯარო სკოლის მე-5 კლასს.

No comments:

Post a Comment

სწავლა გაჩერებებით პეტრასთან ერთად-Stationenlernen mit Petra

უკვე თვეზე მეტია პეტრა ჩვენს სკოლაში გადის პრაქტიკას და სულ მანებივრებს საინტერესო გაკვეთილებით. აი, დღესაც არ დაეზარა და ბევრი მასწავლებლის...