კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება....

     გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წარმატების მიღწევისათვის  ნებისმიერ საქმეში. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მასწავლებელს და განსაკუთრებით დაწყებითი კლასების პედაგოგს ყოველთვის დაეხმარება სხვა კოლეგის გამოცდილება, რადგან სწორედ ამ ასაკში ხდება ბავშვის ხასიათის, ფიზიკური და სულიერი განწყობილებების ფორმირება და დახვეწა, ამიტომ დაუშვებელია ისეთი შეცდომის დაშვება აღზრდაში, რომელიც შემდგომ არასწორ კვალს დაამჩნევს მოსწავლის ხასიათსა ან  სწავლისადმი ინტერესს  დაუქვეითებს...
    ხშირად მიჭირს ამ პატარა ონავრების, პირველკლასელთა აზრის  და ყურადღების ბოლომდე  კონცენტრირება, მუდამ ვცდილობ რაღაც ახალი მოვიგონო, რომ შევძლო ბოლომდე გავუგო მათ და საკლასო თუ კლასგარეშე აქტივობებიც ისე დავგეგმო, რომ მათთვის ნებისმიერი სახალისო, საინტერესო და ბევრის მიმცემი  იყოს.    ამ რამდენიმე კვირის წინ ასეთი აზრი მომივიდა: გადავწყვიტე დიდი დასვენება (15 წთ)  ნაყოფიერად გამომეყენებინა და მოსწავლეებთან ერთად დავაწესე  "კლასის კულტურის დღეები". ყოველი დღის დიდი დასვენება შეესაბამება ერთ აქტივობას.

  •      ორშაბათი-კითხვის დღე. ამ დღისთვის მოსწავლეები წინასწარ კითხულობენ რაიმე პატარა მოთხრობას, ინფორმაციას და ა.შ., სკოლაში  გვიყვებიან წაკითხულის შესახებ, შემდეგ პატარა ბარათზე წერენ  წაკითხულის სათაურს და აგროვებენ წიგნაკებში, რომლებიც თვალსაჩინო ადგილასაა გამოფენილი სათაურით "რას ვკითხულობთ? რამდენს ვკითხულობთ?
  • სამშაბათი- ხატვის დღე. ამ დღეს ვარჩევთ ნებისმიერ საინტერესო თემას ლექსის, ზღაპრის ან რაიმე მოთხრობის მიხედვით და მოსწავლეები ხატავენ  თემის შესახებ. საუკეთესო ნიმუშები გამოიფინება დერეფანში სტენდზე, ხოლო საკლასო კუთხეში მიიღებენ ღიმილს ან ვარსკვლავს.
  • ოთხშაბათი-წესრიგის დღე. მასწავლებელი ათვალიერებს მოსწავლეთა სასწავლო ნივთებს და ადგილს სადაც სხედან. განსაკუთრებით მოწესრიგებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან ღიმილებით. ეს აქტივობა აჩვევს მოსწავლ;ეებს წესრიგსა და სისუფთავეს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია მათი მომავალი განვითარებისთვის.
  • ხუთშაბათი-ზღაპრის დღე. მოსწავლეები წინასწარ ამზადებენ რაიმე ზღაპარს ან იგონებენ თავად, რაც მათი ფანტაზიისა და აზროვნების უნარს კარგად ანვითარებს და კლასელებს მოუყვებიან. საუკეთესო მეზღაპრეებს მოსწავლეები გამოავლენენ და წლის ბოლოს შეიძლება ზღაპრების წიგნის ჩუქება.
  • პარასკევი-რეკორდების დღე. რეკორდსმენი შეიძლება თვითოეული აღმოჩნდეს სხვადასხვა აქტივობაში: მომთმენი, სწრაფი, ძლიერი, მოწესრიგებული და ა.შ. მასწავლებლის ფანტაზია საკმაოდ დიდია და მოსწავლეებიც კარგად მეხმარებიან მსგავსი აქტივობების მოფიქრებაში.
ასე, რომ ამ პატარა  ეშმაკობით "დროებით"  გადავიტანე   ენერგიითა და ფანტაზიით სავსე მოსწავლეთა ყურადღება  დასვენებაზე  დერეფანში ცელქობიდან უფრო ბევრისმომცემ აქტივობებზე. ჯერჯერობით ეს ამართლებს. ვნახოთ სამომავლოდ რისი მოფიქრება იქნება შესაძლებელი.....

P.S.  პატარა წიგნაკები წაკითხული ნაწარმოების ბარათებით ჩემმა კოლეგამ-ცისია ვანიშვილმა მოიფიქრა და ეს ძალიან დამეხმარა ჩემი აქტივობების სრულყოფაში.





სწავლა გაჩერებებით პეტრასთან ერთად-Stationenlernen mit Petra

უკვე თვეზე მეტია პეტრა ჩვენს სკოლაში გადის პრაქტიკას და სულ მანებივრებს საინტერესო გაკვეთილებით. აი, დღესაც არ დაეზარა და ბევრი მასწავლებლის...