ბერტრანდ რასელი: მასწავლებელთა ათი მცნება

1951 წლის 16 დეკემბერს ჟურნალ „ნიუ იორკ თაიმსში“ დაიბეჭდა ბერტრანდ რასელის სტატია, რომელსაც ერქვა: „ფანატიზმის საუკეთესო პასუხი ლიბერალიზმია“. სტატიის დასასრულს ავტორის მიერ ჩამოყალიბებული იყო  „ათი მცნება მასწავლებელთათვის“.
10 მცნება მასწავლებელთათვის:
1. ნუ იქნებით აბსოლუტურად დარწმუნებული ყველაფერში.
2. წინ წაწევას სიმართლის დამალვით ნუ შეეცდებით, რადგან იგი აუცილებლად გაცხადდება.
3. ხელს ნუ შეუშლით აზრებს, რომელთა წარმატებაშიც დარწმუნებული ხართ.
4. როდესაც საწინააღმდეგო აზრს შეხვდებით, თუნდაც თქვენი მეუღლის ან შვილების მხრიდან, ეცადეთ დაძლიოთ არგუმენტით და არა ძალაუფლებით. ძალაუფლებაზე დამყარებული გამარჯვება ილუზიაა და რეალობას არ შეესაბამება.
5. ნუ იქონიებთ პატივისცემას სხვათა ძალაუფლების მიმართ, რადგან ყოველთვის მოიძებნებიან საწინააღმდეგო ძალაუფლების მქონენი.
6. ნუ გამოიყენებთ ძალას, რომ დათრგუნოთ აზრები, რომლებიც დამღუპველად მიგაჩნიათ. თუ ასე მოიქცევით, ეს აზრები დაგრთგუნავენ.
7. ნუ შეგეშინდებათ ახირებული მოსაზრებების, რადგან ყველა მოსაზრება, რაც ახლა მიღებულია, ადრე უცნაურად მიაჩნდათ.
8. თუ ნამდვილად აფასებთ გონიერებას, ეძიეთ მეტი სიამოვნება გონივრულ უთანხმოებაში და არა პასიურ არგუმენტებში.
9. იყავით ყოველთვის სამართლიანი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმართლის ტარება უხერხულია, რადგან ბევრად უფრო უსიამოვნოა, როდესაც მის დამალვას ცდილობთ.
10. ნუ შეგშურდებათ იმ ადამიანთა ბედნიერებისა, რომლებიც „ბრიყვთა სამოთხეში“ ცხოვრობენ, რადგან მხოლოდ ბრიყვი თუ ჩათვლის ამას ბედნიერებად.

მასწავლებლის 10 მცნება

თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს მისტრალი (ნამდვილი სახელი ლუისა მარია დელ პერპეტუო სოკორო გოდოი ალკაიაგა) ცნობილი ჩილელი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი, ქალთა უფლებების დამცველი და ნობელის პრემიის ლაურეატი გახლდათ. ეს მცნებები მან თავისი კოლეგებისთვის - მასწავლებლებისთვის შექმნა და ის დიდად პოპულარულია მსოფლიოში. 

1. გიყვარდეს მთელი სულითა და გულით, თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება,რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5. იყავი გულანთებული. ლამპარი რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში .

6. სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.

7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე. რომ გასცე, უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა. 

9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა. 




სწავლა გაჩერებებით პეტრასთან ერთად-Stationenlernen mit Petra

უკვე თვეზე მეტია პეტრა ჩვენს სკოლაში გადის პრაქტიკას და სულ მანებივრებს საინტერესო გაკვეთილებით. აი, დღესაც არ დაეზარა და ბევრი მასწავლებლის...